დროა, თბილისმა გაიგოს, რა ფსონს დებენ ისინი საქართველოს მომავალზე - პეტრას აუსტრევიჩუსი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი პირდაპირ ამბობს, რომ "დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება საქართველოს ევროკავშირის წევრობის განუყოფელი ნაწილია".
მისი თქმით, ევროკავშირი, იცავდა და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში.
კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა, მათი სამართლებრივი დევნა, სულ უფრო და უფრო აშორებს საქართველოს ამ ამბიციას.
მედიაში არ შეიძლება პოლიტიკურად ჩარევა. თუკი ადრე ევროპის პარლამენტს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ საქართველოს მთავრობას ესმის ეს, ახლა მოვითხოვთ ცვლილებას საქართველოს პოლიტიკასა და მიდგომებში. დროა, თბილისმა გაიგოს, რა ფსონს დებენ ისინი საქართველოს მომავალზე", - ამბობს ევროპარლამენტარი ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.