იმედგაცრუებული ვართ, საქართველოში მთავრობა ჩართულია მედიის დევნაში - გრეგოროვა

08.06.22 23:52
იმედგაცრუებული ვართ, საქართველოში მთავრობა ჩართულია მედიის დევნაში - გრეგოროვა

ევროპარლამენტარი, მარგარეტა გრეგოროვა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და  ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხით შეშფოთებულია.

მისივე შეფასებით, საქართველოში მედიის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ჟურნალისტები არიან ძალადობრივი თავდასხმის, დაშინების, მუქარის მსხვერპლი, ხშრია, ჟურნალისტების დევნის შემთხვევები და სისხლის სამართლის გამოძიება მედიის მფლობელების ან მედიაში მომუშავეების წინააღმდეგ, ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები მონაწილეობენ მედიის დევნაში.

მინდა, შევახსენო საქართველოს მთავრობასა და ხელისუფალს, რომ ქართველი ხალხი მიისწრაფვის ევროპისკენ, რაც მოიცავს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, მათ შორის მედიათავისუფლებას"- თქვა ევროპარლამნტარმა.  

 

მსგავსი სიახლეები