"EU-ში გაწევრიანებისთვის ხალხის სურვილი საკმარისი არაა, უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები" - კუბილიუსი
"ჩვენ გვსურს საქართველო იყოს ალიანსის წევრი, მაგრამ ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხალხის სურვილი, საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები" - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში, საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე საუბრისას განაცხადა.
კუბილიუსი სამ ძირთად ასპეტქს გამოყს და საქართველოს ხელისულების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება - ამას უნდა ახორციელებდეს მთავრობა და მისი ლიდერები, ზუსტად აქ არის ჩვენი წუხილი, მედია თავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის მოქმედი და ჩრდილოვანი ლიდერების პოლიტიკის მსხვერპლი, რომლებიც საქართველოში სამართლის პოლიტიზირებას ცდილობენ. რაც სრულიად მიუღებელია"- თქვა კუბილიუსმა.