გვარამიას საქმე წარმოადგენს კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითს - ვიოლა ფონ კრამონი
"ნიკა გვარამიას საქმე წარმოადგენს კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითს"- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.
მისი თქმით, იმის მაგივრად რომ დაიცვან ჟურნალისტები, მათ თავს ესხმიან:
ჩვენ ბევრი ძალისხმევა ჩავდეთ ამ ქვეყანაში და ახლა ვხედავთ, რომ პროდასავლური განცხადება იფანტება ჰაერში და ვხედავთ, რომ არის რეგრესი პრესის თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მეგობრები და გვინდა, რომ კარგი განვითარება დავინახოთ"- თქვა ევროპარლამეტარმა.