"ბევრი აქვთ ასახსნელი"! - "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის სახელმა ევროპარლამენტში გაიჟღერა
ევროპარლამენტში, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერაორის, ლექსო ლაშქარავას სახლმაც გაიჟრერა.
ევროპარლამენტარი იოჰამ კუსი ამბობს, რომ ხელისუფლებას ლაშქარავას გარდაცვალების საკითხზე ბევრი აქვს ასახსნელი:
"როცა, ლექსო ლაშქარავას სახლში პოულობენ გარდაცვლილს, ძალიან ბევრი რამ აქვს ასახსნელი იუსტიციის მინისტრს"- თქვა ევროპარლამენტარმა.
იოჰამ კუსის თქმით, საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი მედიის თანამშრომლებს ცხეში უშვებენ:
"როდესაც საქართველოში ჟურნალისტთა თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, საერთოდ რაზეა საუბარი, როცა პრესის თავისუფლების კუთხით ქვეყანა, 89 ადგილზეა.
ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ისინი ვინც ოპოზიციურ მედიაში მუშაობს ციხეში ჩაყარეს. ჩემმა ასისტენტმა მითხრა, რომ საქართველოში საშინელებები ხდება. აუცილებელია, საქართველოს შესაძლებლობები მივცეთ, რომ გახდეს ჩვენი წევრი, მარამ მაშნ ეს სილის გაწვნა იქნება დასავლურ- ბაკანური ქვეყნებისთვის, რომლებმაც ასევე შემოიტანეს განაცხადი. ნუ შევქმნით ისთ სიტუაციას, სადაც ვინმე შეურაცხყოფილი იქნება"- თქვა ევროპარლამენტარმა.