მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ინფორმაცია "ტვ პირველს" მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას ფაქტობრივად ვერ იღებს.
რამდენიმე წუთის წინ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდიდ ამის საფუძველი გახლავთ ის რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფაქტობრივად ვერ იღებს სასამართლო პროცესში მონაწილეობას.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების თვალსაზრისით, პრობლემა სააკაშვილის ტრანსპორტირება ერთადერთი პრობლემა არ არის. პრობლამა არის ის რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესებში. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე ყოფნა კი არ გვჭირდება, გვჭირდება მისი ჩართულობა და რეალური მონაწილეობა სასამართლო პროცესებში. სხვა შემთხვევაში ეს იქნება კიდევ უფრო დიდი ფარსი, ვიდრე ახლა არის"- თქვა შოთა თუთბერიძემ.
მისი თქმით, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესებში მონაწილეობა უბრალოდ არ შეუძლია, მნიშვნელობა არ აქვს რომელ ოთახში ან მისამართზე ჩატარდება სასამართლო სხდომები.