ევროპარლამენტარების განცხადებებიდან აბსოლუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო - გურამ მაჭარაშვილი

09.06.22 11:39
ევროპარლამენტარების განცხადებებიდან აბსოლუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო - გურამ მაჭარაშვილი

ევროპარლამენტარების განცხადებებიდან აბსოლუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიის თავისუფლებისა და ნიკა გვარამიას განაჩენის შესახებ ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს.

ამ განცხადებებიდან აბსოლიუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო. კონტექსტი ამ განცხადებებისა არის ის, რომ მიუხედავად მათი მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულებისა ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თავისთავად, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ როდესაც საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, სწორედ ეს ხალხია, რომლებმაც 9-ჯერ აირჩია ეს პოლიტიკური ძალა“. - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები