საქართველოს ევროპული პერსპექტივა -"ლელო" კარლ ჰარცელს ხვდება

09.06.22 11:51
საქართველოს ევროპული პერსპექტივა -"ლელო" კარლ ჰარცელს ხვდება

პარტია "ლელო" ეროკავშირის საელჩოსთნ იკრიბება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, მათ კარლ ჰარცელისგან სურთ მოისმინონ, თუ რა პერსპექივები იკვეთება და მათი პოზიციის მყარად დააფიქსირებასაც აპირებენ.

პირდაპირ შემაშფოთებელი იყო ის განცხადებები, რაც ევროპარლამენტში გაკეთდა. ის გამოწვევები, რაც მედიის თავისუფლებას და მართლმსაჯულებას ეხება, იქნება დაბრკოლება ჩვენი წარმატებისთვის. ამიტომ, დღეს გვსურს, რომ ელჩისგან მოვისმინოთ ის, თუ როგორ აფასებს, რა პერსპექტივებია, როგორი ვითარება იკვეთება და მეორეს მხრივ, დავაფიქსიროთ ძალიან მყარად ჩვენი პოზიცია, რომ სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება ჩვენთვის გადამწყვეტი იმისთის, რომ შევცვალოთ რეალობა ჩვენს ქვეყანაში“ -  აცხადებს სალომე სამადაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები