მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა, თანმიმდევრულად მძიმდება - ნევროლოგი

09.06.22 11:16
მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა, თანმიმდევრულად მძიმდება - ნევროლოგი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასკვნით ეტაპზეა - "პირველების" ინფორმაციით, ორგანოზაცია "ემპათიას" 4 ექსპერტი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას გამოაქვეყნებს. 

ნევროლოგი ოთარ თოიძე აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა ნევროლოგიური თვალსაზრისით კიდევ უფრო გართულებულია. მედიკოსს პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა წარმოუდგენლად მიაჩნია. 

ის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც მას გააჩნია, თანდათანობით, ნელ-ნელა, თანმიმდევრულად მძიმდება. იგი მოითხოვს მკურნალობას და ეს ციხის პირობებში შეუძლებელია. 

დასკვნაში იქნება აღწერილი, რა შეცდომები იქნა დაშვებული. იგივე შეცდომები შეიძლება, განმეორდეს ციხის პირობებში. 

პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. მისი მკურნალობის პროცესს ისეთმა კოლექტივმა უნდა უხელმძღვანელოს, სადაც ასეთი პაციენტები არიან თავმოყრილი. ჩვენთან საქართველოში ასეთი დაწესებულება არ მეგულება"- აცხადებს თოიძე. 

 

მსგავსი სიახლეები