ზაალ უდუმაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკოსის სტატუს ემშვიდობება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს პარლამენტმა დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა. საკითხი საპროცედურო კომიტეტზე განიხილეს და დღესვე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტაზე თავად მიმართა. ის მედიაში ბრუნდება, რადგან ფიქრობს, რომ დღეს ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი სწორედ მედიაზე გადის.