შეშფოთებულები ვართ ივანიშვილის კავშირებით კრემლთან, ის გავლენას ახდენს საქართველოს მთავრობის პოზიციაზე - ევროპარლამენტარები

09.06.22 12:58
შეშფოთებულები ვართ ივანიშვილის კავშირებით კრემლთან, ის გავლენას ახდენს საქართველოს მთავრობის პოზიციაზე - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის დეპუტატები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ - კენჭისყრაზე ერთ საათში სამი ევროდეპუტატის ინიცირებული შესწორება დადგება.

ანა ფოტიგა, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი ივანიშვილს პრორუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და მის დასანქცირებას მოითხოვენ.

დეპუტატ ანა ფოტიგას ინიცირებულ შესწორებაში ივანიშვილის დამანგრეველ დესტრუქციულ როლზე ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე პირდაპირ წერია.

რეზოლუციის პროექტში საუბარია მედიის დევნაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და "მთავარი არხის" დირექტორის ციხეში გაშვებაზე.

ცალკე თავი ეთმობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დესტრუქციულ როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში. შეშფოთებული ვართ იმ კონტროლის დონით,  რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს  მთავრობაზე და მისი გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. ღრმად ვართ შეშფოთებულები ბიძინა ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირებით კრემლთან, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციაზე , რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან მიმართებით.

მოვუწოდებთ, ევროპულ საბჭოს და პარტნიორებს, დაუწესოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისივე როლით  ძირს უთხრის პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში"- აცხადებენ დეპუტატები.

მსგავსი სიახლეები