რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას - თალაკვაძე ევროპარლამენტის კრიტიკას არ იღებს
"ქართული ოცნება" ევროპარლამენტის დეპუტატების წინააღმდეგ - პარლამენტის ვიცე- სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, ევროპარლამენტში მედიის თავისუფლებაზე გუშინ გაკეთებულ უმწვავეს გზავნილებს "რეალობისგან შორს მყოფ განცხადებებს" უწოდებს:
სიმართლე არის ჩვენს მხარეს. არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა. შესაბამისად, რეზოლუციის აგება ამაზე და ტოლობის ნიშნების დასმა აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რაც ქვეყანაშია. მიუღებელია, საკითხის ასე დაყენება და ეს არის რეალობისგან შორს მყოფი განაცხადი - თქვა თალაკვაძემ.