ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში - კარლ ჰარცელთან შეხვდრა დასრულდა

09.06.22 13:12
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში -  კარლ ჰარცელთან შეხვდრა დასრულდა

ერთ საათიანი მედიაციის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობიდან გამოსულმა ოპოზიციის ლიდერებმა კარლ ჰარცელის მთავარი გზავნილი გამოიტანეს. 

პოლიტიკოსებმა სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი. 
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პირდაპირ ამბობს, რომ  ქვეყანა ახლა ისტირიული შესაძლებლობების ზღვარზე დგას.  

„ლელოს“ ლიდერის თქმით, მათ კარლ ჰარცელთან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს. 
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის დამაბრკოლებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ. მედიაციაზე საუბარი აღარ ყოფილა.

,,ქართული ოცნება" - ეს არის ძალა, რომელთანაც არ შეიძლება მაღალი ევროპული სტანდარტით თანამშრომლობა. 
აქ საუბარია იმაზე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ის იქნება ძალიან მკაცრად და ცალსახად მიბმული რეფორმების და ვალდებულებების შესრულებასთან.
თუ ვინმე არის დღეს დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის, ეს არის ,,ქართული ოცნება“. -
განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროაპარლამენტში დებატებისა და უმწვავესი კრიტიკის შემდეგ ახლა ქვეყანა ევროპული საბჭოს დასკვნის მოლოდინშია. 
 

მსგავსი სიახლეები