"შეტევა საქართველოს ხელისუფლებაზე" - მდინარაძე ევროპარლამენტის წინააღმდეგ

09.06.22 13:10
"შეტევა საქართველოს ხელისუფლებაზე" - მდინარაძე ევროპარლამენტის წინააღმდეგ

 ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოს ხელისუფლებაზე - ასე აფასებს  ევროპარლამენტარების უმკაცრეს კრიტიკას "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე. 

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დებატების გახსნის ლობირება მოხდა მაინც და მაინც ახლა, როცა ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო ამ ქვეყნისთვის.

მაინც და მაინც ახლა წამოვიდა ეს შეტევა საქართველოზე, როცა რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით"- განაცხადა მდინარაძემ. 

ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა გუშინ ,,ქართული ოცნება" კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა.

უმაღლესი ტრიბუნიდან გავლენიანმა ევროდეპუტატმა, მირიამ ლექსმანმა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესება მოითხოვა. 

ევროპარლამენტში ისმოდა "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, სახელი.  5 ივლისის სისხლიანი მოვლენების გამოუძიებელი საქმე ევროდეპუტატებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და თქვეს, რომ ხელისუფლებას ლექსოს გარდაცვალებაზე ბევრი აქვს ასახსნელი. 

მსგავსი სიახლეები