ერეკლე მეორეს დაცვა არ სჭირდება, დაცვა სჭირდება ერეკლესა და სხვა ჩვენი წინაპრების შთამომავლებს - დავით უსუფაშვილი
"ერეკლე მეორეს დაცვა არ სჭირდება, დაცვა სჭირდება ერეკლესა და სხვა ჩვენი წინაპრების შთამომავლებს, ანუ დღევანდელი საქართველოა დასაცავი და ევროპულ გზაზე დასაყენებელი" - ამის შესახებ "ლელოს" წევრი, დავით უსუფაშვილი, აცხადებს, რითაც ევროპარლამენტარების კრიტიკას ეხმაურება.
ასეთი პრობლემების თაობაზე, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ასეთი რეზოლუციის მიღება, ჩვენი სირცხვილია. არასწორმა მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ერეკლე მეფის იქით დაცვა არ არის მისი პრიორიტეტი, ერეკლეს ვერავინ ვერაფერს დააკლებს და ვერც ვერაფერს მოუმატებს. დაცვა სჭირდება ერეკლესა და სხვა ჩვენი წინაპრების შთამომავლებს, ანუ დღევანდელი საქართველოა დასაცავი და ევროპულ გზაზე დასაყენებელი - აცხადებს უსუფაშვილი.