დაუწესდეს პერსონალური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილს - ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი! რეზოლუცია, ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
უფრო კონკრეტულად, რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ქართველი ოლიგარქისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დესტრუქციულ როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში. შეშფოთებული ვართ იმ კონტროლის დონით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს მთავრობაზე და მისი გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.
ღრმად ვართ შეშფოთებულები ბიძინა ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირებით კრემლთან, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციაზე , რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან მიმართებით.
მოვუწოდებთ, ევროპულ საბჭოს და პარტნიორებს, დაუწესოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისივე როლით, ძირს უთხრის პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში"- აცხადებენ დეპუტატები.