ევროპარლამენტი: „ვითხოვთ ივანიშვილისთვის პერსონალურ სანქციებს“ - პრემიერი გარბის
ევროპარლამენტის უმწვავეს გზავნილს ,,ქართულ ოცნებაში" დიდი დაბნეულობა მოჰყვა. ხელისუფლების პირველი პირები ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას დუმილით ხვდებიან და ,,ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს არ პასუხობენ.
პრემიერი გარბის, კალაძე დუმილს ამჯობინებს, კობახიძე კი ჟურნალისტს კითხვის დასმის გამო უწყრება.
რა კითხვა უნდა დასვა, არ იცი“ - ამ სიტყვებით ამკობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ,,ტვ პირველის" ჟურნალისტს.
რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.