"ევროპარლამენტი FAKE-ის მსხვერპლი გახდა"- "ოცნების" პირველი რეაქცია

09.06.22 15:16
"ევროპარლამენტი FAKE-ის მსხვერპლი გახდა"- "ოცნების" პირველი რეაქცია

"ქართული ოცნების" პირველი რეაქცია ევროპარლამენტის უმწვავეს რეზოლუციაზე -  პარტიის თავმჯდომარე ღია იერიშზე გადადის და ევროპარლამენტარებს "FAKE-ის მსხვერპლებს" უწოდებს. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად წარმოებს,  ევროკავშირის ერთ ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე, მიაღწია".

უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ -ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება"-  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი! რეზოლუცია, ევროპარლამენტმა ხმათა უმრაველსობით დაამტკიცა. 

მსგავსი სიახლეები