ექსკლუზივი: მოპოვებულია საიდუმლო სამსახურის მიმოწერა - როგორ დაგეგმა ხელისუფლებამ 5 ივლისს სისხლისღვრა რუსთაველზე

11.06.22 21:32
ექსკლუზივი: მოპოვებულია საიდუმლო სამსახურის მიმოწერა - როგორ დაგეგმა ხელისუფლებამ 5 ივლისს სისხლისღვრა რუსთაველზე

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - მოპოვებულია, საიდუმლო სამსახურის თანამშრომელთა მიმოწერა. მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიებიდან გაიგებთ, როგორ დაგეგმა ქართულმა ოცნებამ 5 ივლისს სისხლისღვრა დედაქალაქის ცენტრში. 

"შაბათის ეთერმა" დაადგინა ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც ამ უმძიმეს დღეს დავალებებს გასცემდა და იღებდა. 

მიხეილ ტურაბელიძე, მირიან ხუროშვილი, დიმიტრი კაპანაძე, თამაზ ბრეგვაძე, გია ბარამიძე, გიორგი ყიფშიძე და თამარ ზამბახიძე - ეს სუს-ის იმ თანამშრომლების ჩამონათვალია, ვინც ხუთი ივლისის მასობრივი ძალადობის პროცესს მართავდა. 

"შაბათის ეთერის" ხელში აღმოჩნდა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმოწერა, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ხუთი ივლისის ძალადობის უკან ხელისუფება იდგა. სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებთან ერტად, მოპოვებულია სუს-ის თანამშრომლის უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ დედაქალაქის ცენტრში ვითარების დაძაბვის შემდეგ, სუს-ში არჩევდნენ ადამიანს, ვინ კამერების წინ მოძალადეების სახელით ისაუბრებდა. მეტიც, ერთ-ერთ ფოტო ასლში გხვდება ოპერაციული ცნობა, რაც ადასტურებს, რომ რუსთაველის გამზირზე სავალე სამუშაოებზე გაშვებული საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები ცენტრიდან ანუ სუს-ის ოფისიდან იმართებოდნენ.

ირკვევა, რომ სუს-ის თანამშრომლების საიდუმლო დავალების მიზანი, "თბილისის პრაიდის" ღონისძიების და ოპოზციის ერთმანთთან შეკავშირება იყო. ჩანაწერების მიხედვით, ხალხის დასისხლიანებისა და სიკვდილი პირას მიყვანისთვის სუს-ის თანამშრომლები ღირსების ორდენებს ელოდებიან. 

ხუთ ივლისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე ხელისუფლებას არც ერთი ორგანიზატორი არ დაუსჯია. მიზეზი მარტივია, ორგანიზატორი თავად ხელისუფლება და წვეყნის საიდუმლო სამსახური იყო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები