დამალა თუ არა აჭარის მეთაურმა ინფორმაცია - ოპოზიცია რიჟვაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ითხოვს

12.06.22 12:21
დამალა თუ არა აჭარის მეთაურმა ინფორმაცია - ოპოზიცია რიჟვაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ითხოვს

ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას მოითხოვს. მიზეზი აჭარის მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებული განცხადებაა. რიჟვაძე ირწმუნება, რომ კორუფციას აქტიურად ებრძვის, რის გამოც ათობით ადამიანი უსამსახუროდ დატოვა. 

ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ რა მიზეზით გაუშვა რიჟვაძემ ხალხი სამსახურიდან, როდესაც კორუფცია დანაშაულია და მიმართა თუ არა მან საგამოძიებო უწყებებს. 

რა გამოდის ამ დროს? თორნიკე რიჟვაძე არის ინფორმაციის მატარებელი. იმან იცის, რომ არის კორუფცია, ამის გამო უბრალოდ ხალხს სამსახურიდან უშვებს და დამთავრდა? სად არის პროკურატურა, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები? ამ კითხვებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხიების გაცემა აუცილებალდ მოუწევს. წამომცდა არ მოსულა მერე. გასაგებად გაგვიმეორა, რომ კორუფციის გამო ხალხი მოხსნა სამსახურიდან, - ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე. 

თორნიკე რიჟვაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარების მოთხოვნით "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის პროკურატურას უკვე მიმართა. 

მსგავსი სიახლეები