შსს-მ გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის ფაქტზე 2 პირი დააკავა

03.03.21 10:12
შსს-მ გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შსს-მ  "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის ფაქტზე  ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

პარტიის ოფისს გვიან ღამით თავს დაესხნენ.  

მსგავსი სიახლეები