ბანკის დაყაჩაღებამდე 6 თვით ადრე თავდამსხმელი ბიზნესის დაწყებას აპირებდა - ახალი დეტალები
,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას 6 თვის წინ კომპანია აქვს დაფუძნებული.
მან შპს "მონტაჟი" 2020 წლის პირველ დეკემბერს დააფუძნა, რომელიც ზუგდიდში, მის საცხოვრებელ სახლში, ვეკუას ქუჩაზეა, რეგისტრირებული.
თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი 12:00 საათზე შეიჭრა. ნიკა წურწუმიამ რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა, ის პოლიციამ უკვე დააკავა.