მძიმე დანაშაულებები ორჯერ არის შემცირებული - "ოცნება“ კრიმინალის გაზრდილ სტატისტიკას არ აღიარებს
მორიგი შეიარაღებული თავდასხმა ,,საქართველოს ბანკზე" და მძიმე კრიმინოგენური ვითარება - „ქართულ ოცნებაში“ გაზრდილ სტატისტიკას არ აღიარებენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი, ამბობს, რომ შსს-ს სტატისტიკა საპირისპიროს მეტყველებს. მისი თქმით, ბანკზე თავდასხმა მსოფლიო პრობლემაა და მარტო საქართველოს არ ახასიათებს.
ყველანაირი სტატისტიკით მძიმე დანაშაულებები არის ორჯერ, თუ მეტჯერ შემცირებუული. სამწუხაროა, მაგრამ არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაულებები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და აყვანა მძევლების. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ეს არ გამოდგება ამის ინდიკატორად. პრობლემა არსებობს, თუ გინდა, რომ პრობლემისკენ მიანიშნოთ, ბანკის შევარდნის გარეშე შემიძლიათ დაგიდასტუროთ და ზოგიერთ ასპექტში შეიძლება, ეს პრობლემებიმ კიდევ დამძიმდეს, - ამბობს ვოლსკი.
თბილისში, ავლაბარში მდებარე ,,საქართველოს ბანკის" ფილიალზე დღეს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა.