უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთგვარი მცირედი წახალისებაა - კობახიძე

17.06.22 15:47
უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთგვარი მცირედი წახალისებაა - კობახიძე

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთგვარი მცირედი წახალისებაა - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც  უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. 

რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი,  ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45%-ით ვარდნას პროგნოზირებენ. ამ ფონზე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთგვარი მცირედი წახალისებაა, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო"- თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები