მოქმედების დროა, გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი - ელენე ხოშტარია

17.06.22 15:49
მოქმედების დროა, გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი - ელენე ხოშტარია

მოქმედების დროა, გარედან სანქციები, შიგნით მშვიდობიანი პროტესტი - ,,დროას" ლიდერს მიაჩნია, რომ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ აქვს, ამიტომაც აუცილებელია მოქმედება. უნდა მოხდეს საქართველოს დეოლიგარქიზაცია - ამბობს ხოშტარია.

სურათი არის ძალიან ნათელი - ევროპამ გვითხრა, რომ გვაქვს პერსპექტივა, თუ დავუბრუნდებით ევროპულ ფასეულობებს. ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არა აქვს.

უნდა მოხდეს ამ ქვეყნის დეოლიგარქიზაცია, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს! სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ამ რეჟიმით საქართველოს პერსპექტივა არ ექნება. 

ჩვენ მოგვცეს დრო წლის ბოლომდე, ამ ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ რაც კი პრობლემებია, პოლიტიკური დევნა, გვარამიას დაჭერა, სააკაშვილის წამება, სასამართლოს მიტაცება, არჩევნებუის მიტაცება- ეს ყველაფერი მოგვარდება, როცა ოლიგარქი, როგორც ამ ყველაფრის თავი მოშორდება ამ ქვეყანას და პოლიტიკურ სისტემას. ამიტომ არჩევანი ჩვენზეა.

,,ოცნებამ" ვერ მოახერხა, რომ ბოლომდე ქართველი ხალხისთვის კარი დაეკეტა. მთ ამისთვის ყველაფერი ქნეს. შეურაცხყოფები, დაპირიპირება, პროპაგანდა. მკაფიოდ წერია, თუ ოლიგარქი არ იქნება ამ ქვეყანაში და დავუბრუნდებით ევროპული თამაშის წესებს, ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვექნება. 

ამიტომ ახლა მოქმედების დროა. გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები