ომი რომ დაგეწყოთ, მოგცემდითო? - "ოცნების" დეპუტატი ევროკომისიაზე
ევროკომისიის რეკომენდაციას "ქართული ოცნების" დეპუტატი, დიტო სამხარაძე ეხმაურება:
ანუ, ომი რომ დაგეწყოთ, მოგცემდითო? არა! არც ომი იქნება და არც ნაცების რევოლუცია! ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი, ქართველი ხალხი“. - წერს დეპუტატი.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.