ხელისუფლების გადადგომა სამართლიანი მოთხოვნა იქნება - სამადაშვილი

17.06.22 17:06
ხელისუფლების გადადგომა სამართლიანი მოთხოვნა იქნება - სამადაშვილი

პარტია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ "ქართული ოცნების" გადადგომის მოთხოვნა სამართლიანი იქნება. ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე, ყურადღებას მიშელის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობასა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე  ამახვილებს. 

დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე,  ცხადია, რომ სრულიად სამართლიანი მოთხოვნა იქნება ხელისუფლების გადადგომა, საკონსტიტუციო ცვლილების დაუყოვნებლივ მიღება, იმიტომ, რომ მიშელის შეთანხმება თუ არ შესრულდა ჩვენ გვითხრეს, რომ არანაირი შანსი ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების არ გვაქვს და შემდეგ უკვე ახალი საკონსტიტუციო მოდელით ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, - თქვა სამადაშვილმა. 

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე  მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა  საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი  უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ  დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.

 

მსგავსი სიახლეები