ივანიშვილის რეჟიმი ევროინტეგრაციასთან შეუთავსებელია - ბოკერია

17.06.22 17:16
ივანიშვილის რეჟიმი ევროინტეგრაციასთან შეუთავსებელია - ბოკერია

ივანიშვილის რეჟიმი ევროინტეგრაციასთან შეუთავსებელია, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ევროკომისიის რეკომენდაციას, რომელიც  საქართველოსთან მიმართებაში იქნა მიღებული. 

რეალისტურად მაქსიმალურად კარგი გზანილი იყო საქართველოსთვის  როგორც ქვეყნისთვის, რომ არა თუ კარი არის ღია ჩვენთვის, არამედ კონკრეტულად შეგვიძლია, რომ ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის წევრობა, ეს არის ნატოს წევრობა, ეს არის მთლიანად დაბრუნება თავისუფალ სამყაროში, ოღონდ დღევანდელი ვითარება საქართველოში, დღევანდელი ივანიშვილის რეჟიმი ამ ამოცანასთან არის შეუთავსებელია. ეს წერია დიპლომატიურ პოლიტიკურად კორექტულ ენაზე ამ რეკომენდაციაში, - ამბობს ბოკერია. 

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე  მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა  საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი  უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ  დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.

 

 

მსგავსი სიახლეები