ამ ხელისუფლებისგან სალამური არ გამოიძერწება - ზურა ჯაფარიძე
ზურა გირჩი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კონკრეტული ტესტი აქვს ჩასაბარებელი, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილებაშ გამოიხატება. "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისგან სალამური არასდროს გამოიძერწება.
კონკრეტული ტესტი გვაქვს ჩასაბარებელი, ვართ თუ არა ჩვენ ქვეყანა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ხელისუფლების ცვლილება ცივილიზებულად, არჩევნების გზით. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, მაშნ ამ ტესტს ჩავაბარებთ და მაშინ იქნება ყველაფერი, თუ ამ ტესტს ვერ ჩავაბარებთ, მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ ფუჭი იმედებით ცხოვრება, რომ ამ ხელისუფლებისგან შეიძლება სალამური გამოიძერწოს და რაღაცეები გააკეთონ. მე ამის არ მჯერა, - თქვა ჯაფარიძემ.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.