„შეუძლებელი იყო კომისიას რამე სხვა ეთქვა“ - თინა ხიდაშელი

17.06.22 17:31
„შეუძლებელი იყო კომისიას რამე სხვა ეთქვა“  - თინა ხიდაშელი

„შეუძლებელი იყო კომისიას რამე სხვა ეთქვა“ - ასე ეხმაურება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის უარყოფითი გადაწყვეტილებას თინა ხიდაშელი.

ექსპერტის თქმით, ყველაზე მთავარი ამოცანა 24-მდე იქნებოდა შეთანხმებული, დადასტურებული განაცხადი. 

შეუძლებელი იყო კომისიას რამე სხვა ეთქვა. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, კომისია კრიტერიუმების მიხედვით აფასებს, ჩვენ კი ვერც ერთი კრიტერიუმებით ვერ ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს. მე რომ დღეს გადაწყვეტილების მიმღები ვიყო, ყველაზე მთავარი ამოცანა 24-მდე, აი იმ თეორიულ ხავსს რომ ჩავეჭიდოთ, იქნებოდა 24 მდე მიგვეღწია ერთიანი, შეთანხმებული, ხელმოწერილი, დადასტურებული განაცხადისთვის“. - ამბობს თინა ხიდაშელი.

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე  მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა  საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი  უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ  დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.

მსგავსი სიახლეები