ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები - მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე
"ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები. უნდა დავამტკიცოთ, ვართ თავისუფლების ღირსი, თუ გავქრებით მსოფლიოს რუკიდან", - ასე ეხმაურება საქართველოს მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.
"ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს. ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები. დღეს უნდა დავამტკიცოთ, ვართ თავისუფლების ღირსი, თუ გავქრებით მსოფლიოს რუკიდან როგორც სახელმწიფო.
ვისაც ჯერ კიდევ ხელისუფლების კეთილგონივრულობის იმედი აქვს, ღრმა შეცდომაშია შესული.
და კიდევ ერთი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-ში ბევრნი ვიყოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ერთჯერადი გამოსვლით საბოლოო გამარჯვება არ მოიპოვება. დეოლიგარქიზაციისათვის საზოგადოების განგრძობადი აქტიურობაა აუცილებელი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.