ვიკრიბებით 20 ივნისს, ბოლო უნდა მოვუღოთ დეოლიგარქიზაციას - ნიკა მელია

17.06.22 18:38
ვიკრიბებით 20 ივნისს, ბოლო უნდა მოვუღოთ დეოლიგარქიზაციას - ნიკა მელია

ნიკა მელიამ ხალხს 20 ივნისს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, ჩვენ, ერთად ბოლო უნდა მოვუღოთ დეოლიგარქიზაციას,

 ვიკრიბებით 20 ივნისს 20 საათზე და ვიწყებთ პროცესს რომ დასრულდეს დეოლიგარქიზაცია. ვიკრიბებით ოჯახებით. არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ითხოვს გაერთიანებას. 

ნიკა მელიამ თავისი გამოსვლა მერაბ კოსტავას სიტყვებით დაასრულა.

დაიმახსოვრეთ, მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება და თუ მაშინ თავისუფლებისთვის შევწყვეტთ ბრძოლას, თავისუფლებას დავკარგავთ ჩვენც და ქვეყანაც! ოლიგარქი აუცილებლად დამარცხდება“. - თქვა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები