"ერთად ვაიძულოთ ხელისუფლებას, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი" - ზურაბიშვილი
"ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლებას, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება ზოგოერთი გაბრაზებულია, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება "ჩვენი ბრალცაა".
"შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია. რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება. „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ჩვენი ბრალია"- თქვა ზურაბიშვილმა და იქვე დასძინა, რომ "დღეს ფარ-ხმლის ჩამოყრის დრო არაა".