„ევროპამ გვითხრა, რომ ოლიგარქი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“ - პეტრე ცისკარიშვილი
„ევროპამ გვითხრა, რომ ოლიგარქი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“ - ასე ეხმაურება პეტრე ცისკარიშვილი კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის უარყოფით გადაწყვეტილებას.
ენმ-ს ლიდერის თქმით, ევროპამ გვითხრა, რომ თუ გვეყოლება პროდასავლური ხელისუფლება, მაშინ შანსი გავქვს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
80%-ზე მეტი ჩვენი ემხრობა ევროპულ ინტეგრაციაა, შესაბამისად 80 %-ზე მეტს ევროპამ უთხრა, რომ ოლიგარქი უნდა ჩამოაშოღოთ ხელისუფლებას. ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ანუ ბიძინა ივანიშვილის განზე გაწევა და სახელისუფლებო ბერკეტების მისთვის გამორთმევა ნიშავს ამ მთავრობის სახლში გაშვებასაც. გვითხრეს, ჩამოაშორებთ, იქნება ახალი მთავრობა, ახალი არჩევნები? პროდასავლური ხელისუფლება? გაქვთ შანსი ევროპაში ინტეგრაციის". - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.
გადაწყვეტილება ევროკომისიამ გუშინ გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამ დრომდე დუმს. მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.