6 თვეში სტატუსის მიღება მეეჭვება, რადგანაც ივანიშვილის პოლიტიკამ საუკუნე და ეპოქა დაგვაკარგვინა - ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილს 6 თვეში კანდიდატის სტატუსის მიღება საეჭვოდ ეჩვენება.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკამ საუკუნე და ეპოქა დაგვაკარგვინა.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსიც და ევროკავშირში გაერთიანებაც, პირველ რიგში ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის მოცილებას. მერე გაიხსნება გზა, მერე აშენდება დემოკრატია, მერე მოწესრიგდება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა და მერე აქეთ დაგვიწყებენ ხვეწნას, რომ ევროკავშირში შევიდეთ. 6 თვეში ცოტა მეეჭვება, რადგანაც ივანიშვილის პოლიტიკამ საუკუნე და ეპოქა დაგვაკარგვინა". - აცხადებს ნათელაშვილი.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.
გადაწყვეტილება ევროკომისიამ გუშინ გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამ დრომდე დუმს. მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.