ქალბატონი ზურაბიშვილი თამაშობს ძალიან დესტრუქციულ როლს, სამწუხაროდ - ნიკა მელია

18.06.22 11:28
ქალბატონი ზურაბიშვილი თამაშობს ძალიან დესტრუქციულ როლს, სამწუხაროდ - ნიკა მელია

ოპოზიციისთვის პრეზიდენტის კრიტიკა მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რას ითხოვს ქვეყნის მთავარსარდალი.

ნიკა მელიას თქმით,  სალომე ზურაბიშილი დესტრუქციულ როლს თამაშობს. 

ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ პრეზიდენტს საკუთარი პასუხისმგებლობა სწორად გააზრებული არ აქვს.

ქალბატონი ზურაბიშვილი თამაშობს ძალიან დესტრუქციულ როლს, სამწუხაროდ და არ აქვს გააზრებული მას მისი პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია, როგორც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანს. იმ საჭირო უფლებამოსილებით აღჭურვილს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე პუნქტის შესრულება, რომელიც გაწერილია თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში“.- ამბობს ნიკა მელია.
 

მსგავსი სიახლეები