საქართველო, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ვერ შევა ევროკავშირში - ნინო კალანდაძე
ევროკომისიის უარი მოულოდნელი არ ყოფილა ნინო კალანდაძისთვის.
ექსპერტის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირში ვერ შევა.
სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი. არა იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ჟონავდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავდით, რომ საქართველო ძალიან დაშორდა დასავლეთს, ძალიან დაშორდა დემოკრატიულ მოთხოვნებს. საქართველოს აქვს პრობლემები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ საქართველოს პრობლემები აქვს მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით, უმცირესობებთან დაკავშირებით. საქართველო, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ვერ შევა ევროკავშირში და ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ევროკავშირის, რომ, ვიდრე ოლიგარქი და არაფორმალური მმართველობა არის საქართველოში, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის კანდიდატობის წევრი“. - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.