ღმერთო, ეს რა ქენით? წინაპრები და მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ! - ედუარდ შევარდნაძის შვილი

18.06.22 14:21
ღმერთო, ეს რა ქენით? წინაპრები და მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ! - ედუარდ შევარდნაძის შვილი

"ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ?" - ედუარდ შევარდნაძის შვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.

პაატა შევარდნაძე მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება უპატიებელია.

ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით (გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მითუმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ!!! ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედრელებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი", - წერს პაატა შევარდნაძე Facebook-ზე.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები