ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ივანშვილი პოლიტიკაში აღარ იყოს და მოხდეს დეოლიგარქიზაცია - დეკანოიძე
ქვეყანაში უნდა დასრულდეს დეოლიგარქიზაცია და ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას - ასეთია ხატია დეკანოიძის პოზიცია.
ენმ-ს ლიდერი ხალხს 20 ივნისს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს
ვისაც უნდა განათლება, კეთილდღეობა სიმდიდრე, კარგი პენსია და ისეთი ხელფასი, ამ ხელფასით რომ შეძლოს ყველაფრის ყიდვა, რაც სურს, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველა უნდა მოვიდეს 20 ივნისს აქციაზე.
საქართველოსთვის გუშინდელი ძალიან მძიმე გადაწყვეტილება არის მიზეზი, რომ ჩვენ ყველა დავფიქრდეთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რო ბიძინა ივანშვილი პოლიტიკაში აღარ იყოს. ჩამოშორდეს პოლიტიკას და მოხდეს დეოლიგარქიზაცია“. - ამბობს ხატია დეკანოიძე.
24 ივნისამდე ქვეყნამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დასავლეთს კანდიდატის სტატუსის სურვილი დაანახოს, მანამდე კი 20 ივნისია, დღე სადაც მთავარი სათქმელი უნდა ითქვას.