1 თვეში გაფლანგული 26 ათას 800 ლარი - ღარიბაშვილის დარეკლამებული პოსტები სოციალურ ქსელში
რაში ფლანგავს პრემიერი ღარიბაშვილი ხალხის ფულს? - ფეისბუკ გვერდის რეკლამაში ბოლო 1 თვეში 26 ათას 800 ლარზე მეტი დაიხარჯა. კვლევას, ფლანგვის დეტექტორი ასაჯაროებს.
ირკვევა რომ პრემიერმა ათასობით ლარით დაარეკლამა უკრაინისადმი არამეგობრული განცხადება პუტინის ომზე.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში პრემიერმინისტრმა 7000 დოლარზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ მისი გვერდის ლაიქები გაეზარდა. ლარის კურსზე რომ დავიანგარიშოთ, ეს იქნება 26000 ლარი, რომელიც საკმაოდ დიდი თანხაა. მან ბოლო თვეში 4ჯერ დაარეკლამირა თავისი ფბ გვერდი და საინტერესოა ის, რომ ყოველ ჯერზე ეს თანხა იზრდებოდა. და ეს თანხა დაიხარჯა საქართველოს ბიუჯეტიდან“. - ამბობს პირველებთან საუბრისას კორუფციის მკვლევარი.
მკვლევარების თქმით, შინაგან სამქეთა სამინისტრომ უამრავი თანხა დახარჯა ლექსო ლაშქარავას კადრების გავრცელებაში, რომლის მიზანიც მისი დისკრედიტაცია იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯებს თუ ავიღებთ, 18 თვის განმავლობაში თანხების 60 % დახარჯეს ლექსო ლაშქარავას კადრების გავრცელებაში, რომლის მიზანიც მისი დისკრედიტაცია იყო. თანხები, თითქმის ყოველთის მოდის ბიუჯეტიდან და ეს ტანხები არის გამოყოფილი ინფორმაციის გასავრცელებლად. თუმცა სინამდვილეში, როგორც წესი, გამოიყენება რომელიმე სახელმწიფო უწყების პიარ ხარჯებისთვის“. - ამბობს მკვლევარი.