ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი, სასწრაფოდ გამიშვით ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში - მიხეილ სააკაშვილი
"გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა - ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში"- ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" ახალ მესიჯბოქსს, რომლის მიხედვითაც, ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშცვილი, არამედ, მიხეილ სააკაშვილია.
თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო. (მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს " ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.