დადგენილია სად არის პრემიერი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადგილსამყოფელი დადგენიალია - ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი არსად გამოჩენილა და კომენტარიც არ გაუვრცელებია.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის უნობით, ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
გავრცელებული განცხადების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა.
მათივე ცნობით, კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.
მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე"- წერია განცხადებაში.