წულუკიანი სპორტსმენების წინააღმდეგ - მინისტრმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით მიუსლ მოკრივეებს აგინა
თეა წულუკიანი ამჯერად სპორტსმენებს დაუპირისპირდა - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, მისულ კრივის ფედერაციის პრეზიდენტს მინისტრმა აგინა. გიორგი წიკლაური გინების ფაქტს, არ ადასტურებს, თუმცა "შაბათის ეთერს" წყარო უყვება, რომ დაძაბული საუბრის დროს წულუკიანი წყობიდან გამოვიდა, გინების საპასუხოდ კი წიკლაურიმა უთხრა, რომ "ქალი იყო და გინებით ვერ უპასუხებდა".
კრივის ფედერაციის პრეზიდენტი თეა წულუკიანთან შეხვედრაზე მარტო არ ყოფილა - გინებით დასრულებულ მძიმე საუბარს, კულუტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და რამდენიმე მწვრთნელი ესწრებოდა.
წყაროს ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე გინებამდე დავით წიკლაურმა წულუკიანს უთხრა, რომ მის მოადგილესთან, ურთიერთობა შეუძლებელი იყო, რადგან სოსო გიორგაძე სპორტის გაგნებაში არ იყო, და მინისტრს სთხოვა, ფედერაციასთან პირადად ეკონტაქტა. ამ თემაზე დაწყებული ქიშპობაში თავად სოსო გიორგაძეც ჩაერთო, საბოლოოდ კი საქმე გინებით დასრულდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გინების სკანდალიდან სამ დღეში კულტურისა და სპორტის მინისტრმა ფედერაციას ჯერ დაფინანსება შეუწყვიტა, შემდეგ კი პირდაპირ მოსთხოვა, სამსახურები დაეტოვებინათ.
თეა წულუკიანის მოადგილე, სოსო გიორგაძე, რომელსაც სპორტი აბარია, წულუკიანის ფავორიტია. ირკვევა, რომ მას სპორტთან კავშირი არასდროს ჰქონია. 2013 წლიდან ის იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. მანამდე, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის სახე იყო.
რატომ აგინა სპორტსმენებს თეა წულუკიანმა? - ამ თემაზე პასუხები "შაბათის ეთერის" ჟურნალისტებმა სოსო გიორგაძისგან ვერ მიიღეს. გამომძიებელ ჟურნალისტებს ემალება თავად წულუკიანიც. მინისტრმა პრესკომფერენციაზე მისული ჟურნალისტი საჯარო ღონისძიებაზე არ შეუშვა.