გაშიფრულია სვანური კლანის კავშირი პრორუსულ ალტ-ინფოსთან - როგორ აფინანსებს მთავრობა მოძალადე დაჯგუფებებს?
როგორ აფინანსებს ხელისუფლება პრორუს რადიკალებს? - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ "ქართული ოცნების" რეგიონალური ლიდერის შვილი, ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს, ამ ფულის ნაწილს კი "ალტ ინფოს" აძლევს.
ოფიციალური დოკუმენტებით, ზეზვა ჩანქსელიანიმა ძალადობრივ ორგანიზაციას 8 ათასი ლარი ჩაურიცხა. თუმცა "შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, რეალურად ჩანქსელიანი პატრიოტული გაერთიანების გენერალური სპონსორია.
ზეზვა ჩანქსელიანი გამომძიებელ ჟურნალისტებს დაემალა. "შაბათის ეთერმა" კი გაშიფრა სქემა, ბიუჯეტის ფულით და მისი გავლით როგორ მიდის ხალხის ფული რადიკალების დასაფინანსებლად.
სისტემა ასე მუშაობს - ზეზვა ჩანქსელიანის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიებს საქართველო მთავრობა სახელმწიფო დაკვეთებს აძლევს. დაკვეთებიდან მიღებული ფული რადიკალების დაფინანსებას ხმარდება, პრორუსი მოძალადეები კი საქართველო მთავრობის დავალებით ქუჩა-ქუჩა დასდევენ ნებისმიერ ადამინს, ვინც ღარიბაშვილს თვალში არ მოსდის.
"ალტ-ინფოს" დამფინანსებლის მამა, მურა ჩანქსელინი, ლენტეხის საკრებულოში, "ქართლი ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეა. ჩანქსელიანი სოფლის სკოლის დირექტორის პოსტზეც მუშაობს.
"შაბათის ეთერის" კონფიდენტი ლენტეხიდან ამბობს, რომ ზეზვა ჩანქსელიანს, "ალტ-ინფოსთვის" ჩასარიცხ ფულს, ისევ "ქართული ოცნება" აძლევს.
სქემა ასეთია: ჩანქსელიანი და მისი გარემოცვა ფლობენ კომპანიებს. ეს კომპანიები იგებენ ტენდერებს და შოულობენ მილიონებს. ამ მილიონებიდან კი გარკვეულ ნაწილს, ურიცხავენ, ხელისუფლების ფრთის ქვეშ გამოზრდილ "ალტ-ინფოს".
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებიდან დგინდება, რომ ფული რადიკალბთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობიდანაც მიდის. ირკვევა, რომ ზეზვა ჩანქსელიანის ძმები სამშენებლო ბიზნესში არიან. ადგილზე მისული "ტვ პირველის" ჟურნალისტები ადგილიდან გამოაძევეს. გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სვანური კლანის კიდევ ერთი და მთავარი ფიგურანტი, გია გაზდელიანია. ის ე.წ. კანონიერი ქურდის, ამირან, მეტსახელად "ბეგო" გაზდელიანის ძმაა. მან დააფუძნა ლენტეხში "ქართული ოცნება". რაიონში ყველამ იცის, რომ მოგებული ტენდერებიდან წილი, სწორედ მის ყულაბაში გროვდება.