საიდუმლო აგენტი, რომელმაც სუს-იდან მასალები მოიპარა და რუს ოკუპანტებს ცხინვალში გადაუტანა, გლდანის ციხიდან გამოუშვეს
სახელწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახურის მაღალჩინოსანი ციხიდანაც გამოვიდა და ქვეყანაც დატოვა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გია არდაზიშვილი გისოსებს მიღმა, უპრეცედენტო სკანდალის გამო აღმოჩნდა, ირკვევა, რომ ის სუს-ში მუშაობის დროს, თბილისიდან გაიქცა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადავიდა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, არდაზიშვილმა, რომელსაც საიდუმლო მასალებზე ჰქონდა წვდომა, რუსულ სპეცსამსახურებს მეხსიერების ბარათი ბარათი გადაუტანა.
გია არდაზიშვილმა ცხინვალში რამდენიმე დღე გაატარა. ქართულმა სპეცსამსახურებმა ის ისევ საოკუპაციო ხაზთან დააკვა. სუს-ის თანამშრომელს იარაღის უკანონო ტარების მუხლი წაუყენეს, იყო სხვა მუხლებიც, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და თაღლითობა.
ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, "შაბათის ეთერმა" უშიშროების სამსახურის სტაჟიანი თანამშრომელი, დავით ქართველიშვილიც ჩაწერა. "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული ფაქტებით დგინდება, რომ დავით ქართველიშვილი იყო ოკუპირებულ ცხინვალში გაქცეული გია არდაზიშვილის უშუალო ხელმძღვანელი. სუს-ის თანამშრომლის ოკუპირებულ რეგიონში გაქცევის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ოკუპანტებთან არდაზიშვილი ქართველიშვილმა გააგზავნა,სწორედ ამიტომ ის სისტემიდან გააძევეს.
სკანდალის ფონზე საიდუმლო სამსახურიდან გაშვებული დავით ქართველიშვილი, ახლა ქართულ ოცნების მცველი ექსპერტია.