"ეს სცენა თვალიდან არ ამომდის!" - ტვ პირველის ოპერატორს შვილის თვალწინ გაუსწორდნენ

თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - პირები, ვინც ოპერატორ მურმან ზოიძეს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გაუსწორდა ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ოპერატორი პირდპაირ ეთერში სტუმრად უფლებადამცველ ციალა ქათამაძეს რთავდა, რა დროსაც თავს დაესხნენ.
ციალა ქათამაძე "პირველებთან" ამბობს, რომ ზოიძეს 5 ახალგაზრდა კაცი ურტყამდა.
ერთ კაცს სადღაც 5-მდე ადამიანი სცემდა. დავინახე, რომ ბავშვიც იროდა. ბავშვს "ტვ პირველის" მიკროფონი ეჭირა. გამოიარეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც, როორც თვითმხილველები საუბრბენ, შეაგინეს ტელევიზიზიას და შეიგინეს ბავშვის მიმართულებით. ბავშვის მამამ დაიცვა ბავშვი და დაიწყეს, თქვენი ოპერატორის ცემა. თვალებიდან არ ამომდის სცენა, როგორ სცემდა 5 პირი ერთ კაცს"- აცხადებს ქათამაძე.