გაუჩინარებული პრემიერი სომხეთში გამოჩნდა - ღარიბაშვილი ფაშინიანს ხვდება

19.06.22 15:52
 გაუჩინარებული პრემიერი სომხეთში გამოჩნდა - ღარიბაშვილი ფაშინიანს ხვდება

საგარეო კრახის შემდეგ გაუჩინარებული პრემიერი სომხეთში გამოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანთან შესახვედრად საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ეკნომიკის მინისტრებთან ერთად ჩავიდა. 

ოფიციალური ვერსიით, მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთერთობები და რეგიონშ არსებული გამოწვევები განიხილეს. სავარაუდოა, რომ საუბარი ოკუპანტ ქვეყანსაც შეეხო.

ოპოზიცია თქმით, უკეთესი იქნებოდა, თუ პრემიერი სომხეთში ევროპის დროშით ზურგგამაგრებული ცავიდოდა. 

ვისურვებდი, რომ პრემიერი ჩადიოდეს მოძმე სომხეთში, არაჩვეულებრივ დედაქალ ერევანში, მაგრამ ევროპის დროშით ზურგგამაგრებული და როცა ხარ ოროსანი ევროპელობაშ, ვფიქრობ, რომ ამ დროს ასეთი ვიზიტი რასაც არ უნდა ისახავდეს მიზანს, მაინც უცნაურია. ხელისუფლება ახლა თავჩაღუნული უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ ყველა ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობის გამო გვეთქვა უარი, დაუყოვნებლივ შესრულდეს, - ამბობს პარლამენტის წევრი, არმზა ახვლედიანი. 

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილის თქმით, პრემიერი სომხეთში ვიზიტის ნაცვლად გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას უნდა წერდეს.  

პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანაში ერთადერთ რამეს უნდა აკეთებდეს, განცხადებას უნდა წერდეს გადადგომაზე და თუ დღეს არ აპირებს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება თუ ძალაში დატოვებს ევროკომისიის დასკვნას და ისე აღმოჩნდება საბოლოოდ, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და საქართველო დარჩება არსად, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს, არის ღარიბაშვილის  და მისი კაბინეტის გაგადგომაა, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები