ევროკომისიის უარი საქართველოს - საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში "ოცნების" პასუხისმგებლობაზე სუაბრობს

19.06.22 17:09
ევროკომისიის უარი საქართველოს  - საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში "ოცნების" პასუხისმგებლობაზე სუაბრობს

საქართველოს აღარ დარჩა პარტნიორი, რომელიც  იტყვის, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვიმსახურებთ, - ამის შესახებ დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი აცხადებს.

ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" დიპლომატიური კორპუსიდან დემარშით წასული გიგი გიგიაძე მთავრობას ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურებაში პირდაპირ ადანაშაულებს. ამასთან, დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ ევრკომოსიის მწვავე და ტრაგიკული რეკომენდაციის შემდეგ ჯერ კიდევ არსებობს თეორიული შანსი, რომ ევრობსაჭომ საქართველოს შესახებ განსხვავებული გაადწყვეტილება მიიღოს. 

თეორიულად, ჰიპოთეტურად შანსი კიდევ არსებობს იმისა, რომ ევროკავშირის საბჭომ ჩვენთან მიმართებაში განახორციელოს ცვლილება და ვთქვათ, შეცვალოს ის ბოლო წინადადება, რომელიც ეხება საქართველოსთვის ჯერ წინაპირობების წამოყენებას და შემდეგ უკვე კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მაგრამ, დიდი ალბათობით, ევროკავშრის პროცედურების გათვალისწინებით ეს არ მოხდება, ვინაიდან ძალიან ცოტა შემთხვევაა, ერთეული შემთხვევებია, როდესაც ევრკომისიის დასკვნა არ იქნა ბოლომდე გათვალისწინებული ევროკავშირის საბჭოს მიერ, - ამბობს გიგიაძე.

 

მსგავსი სიახლეები