საქართველოს აქვს ცხადი საგზაო რუქა - საფრნაგეთის ელჩი საქართველოში

19.06.22 17:25
საქართველოს აქვს ცხადი საგზაო რუქა - საფრნაგეთის ელჩი საქართველოში

საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფიქრობს, რომ ევროსაბჭო საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისიის გადაწყვეტილებას აღარ შეცვლის. დიეგო კოლასს თქმით, მნიშვნელოვანია საქართველომ ევრკომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს და ამ კუთხით პროგესი აჩვენოს, რათა ევრკოკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანა უკეთ საფეხურზე გადავიდეს. 

ველოდები, რომ იქნება იმის მსგავსი გადაწყვეტილება, როგორიც ევროკომისიის მოსაზრება იყო. რა თქმა უნდა, ეს მომდევნო დღეების საქმეც არის, რადგან თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა, გაქვთ ცხადი საგზაო რუკა კანდიდატის ტატუსის მიმართულებით და სურვილი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასე რომ, ეს არის საკმაოდ არსებითი მიღწევა და არსებითი ბედისწერა, რომ ეს შესაძლებელია. ახლა კითხვა არის ამ რეფორმების გახორციელება, რადგან ზოგიერთი ისაუბრებს უკეთესი შედეგების შესაძლებლობაზე, შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ საკითხებზე, განახორციელოს რეფორმები, მოახდინოს დემოკრატიული ჩარჩოს კონსოლიდაცია  იმისთვის, რომ მიაღწიოთ ამ შედეგს. სწორედ ეს არის ის, რისი დანახვაც გვსურს.  ერთ კვირაში ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ უფრო ფართო ჩარჩოში მნიშვნელოვანია ამ რეფორმებზე ყურადღების გამახვილება და პროგრესისი ჩვენება, რომ შევძლოთ უფრო უკეთეს საფეხურზე გადასვლა ამ პროცესში. ვფიქრობ, ძალიან დამაიმედებელი ამოცანაა და ახლა კითხვა არის მისი მიღწევა, -  განაცხადა დიპლომატმა. 

 

მსგავსი სიახლეები