ჩვენი ევროპელი კოლეგები უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ ის არის ომში - პრემიერი
ჩვენი ევროპელი კოლეგები უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ ის არის ომში - პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე საზოგადოებისთვის ევროკომისიის უარის ახნას შეეცადა. საუბარია საქრათველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რომელზეც უარი ეთქვა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპელმა კოლეგებმა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ის უმძიმეს ომშია ჩართულია. რაც შეეხება მოლდოვას, პრემიერის თქმით, ის ომში მყოფი ქვეყნის მოსაზღვრე სახელმწიფოა და სტატუსსაც სწორედ ამიტომ მიანიჭებენ.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს ომში, 20% ტერიტორიების უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე, მოლდოვაც არის ძალიან მძმე მდგომარეობაში. თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფო არის და იქ ძალიან დიდი ნაკადი იყოს დევნილების, ლტოლვილების და როგორც ეკონომიკური ასევე, უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად მოლდოვას. წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში. ეს გადაწყვეტყილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. ჩემტან პირად საუბრებშიც უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაშ. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც ურკაინის და არც მოლდოვასი. მინდა მივულოვო უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ეს წარმატება, - განაცხადა ღარიბაშვილმა.